მასწავლებლის ბლოგი
Friday, January 17, 2020
Thursday, June 20, 2019
Friday, July 11, 2014
სასწავლო პროექტი
პროექტის სახელწოდება: იაკობ გოგებაშვილის ცხოვრებასა
და მოღვაწეობაზე მოსწავლეთა ცოდნის განმტკიცება.
პროექტის იდეა/თემა: მოსწავლეთაცოდნის განმტკიცება იაკობ გოგებაშვილის
ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ
პროექტის აქტუალობა: ამ სასწავლო პროექტზე მუშაობა განავითარებს
მოსწავლეთა ინტერესს იაკობის პიროვნებისა და
შემოქმედებისადმი. მოსწავლეებს განუმტკიცებს
ცოდნას და გააღრმავებს მათ წარმოდგენას მწერლის ზნეობრივ
ღირებულებებზე. მოსწავლეები მოიკვლევენ სასურველ მასალებს მწერლის პირად ცხოვრებაზე.
პროექტის მიზნები: მოსწავლეებს განუვითარდებათ კვლევისა
და ანალიზის უნარები,
ჩამოუყალიბდებათ იაკობის შემოქმედებისადმი სიყვარული.
მოიძიებენ მასალებს მწერლის ცხოვრებასა და მოღვაწეობის შესახებ
მოსწავლის ასაკი:
9-10 წელი
ვადები/ხანგძლივობა: 1 კვირა
მოსალოდნელი შედეგები, პროდუქტი, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეიძენენ კვლევის უნარ-ჩვევებს, ისწავლიან
ჯგუფურ მუშაობას, ურთიერთთანამშრომლობას. გაიუმჯობესებენ კომუნიკაციის, ახალი ინფორმაციის
მოძიების და გამოყენების უნარს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
პროექტის მსვლელობა:
მოსწავლეები ირჩევენ სასურველ თემას, თემის არჩევის
შემდეგ ხდება ჯგუფის დაკომპლექტება დადავალებების გადანაწილება.
აქტივობა 2. მწერლის ფოტოსურათების მოძიება და შეგროვება
აქტივობა 3.იაკობის შემოქმედების განხილვა
აქტივობა 4. იაკობ გოგებაშვილის მოთხრობის ინსცენირება.
ბ)მხატვრული კითხვის საღამოს მომზადება და ჩატარება
აქტივობა 5. პროექტის პრეზენტაცია
აქტივობა 6. შეფასება
ფასდება შემდეგი აქტივობებით
|
დაბალი
|
საშუალო
|
მაღალი
|
|
1.
|
თემის ,იდეის გაცნობიერება,
მასალის შეგროვება-დამუშავება. დამხმარე და ვიზუალური საშუალებების გამოყენება.
|
მოსწავლე ვერ ახერხებს თემის
გაცნობიერებას, საჭირო მასალის მოძიებას
|
უჭირს თემისა და მიზნის გაცნობიერება,
მომზადებული მასალა არასაკმარისია
|
მოსწავლეს გაცნობიერებული აქვს თემა , იდეა ,მიზანი. მომზადებული მასალა
მდიდარი და მრავალფეროვანია.
|
2.
|
ანალიზისა და სინთეზის უნარი, ორიგინალობა და შემოქმედებითობა, საკუთარი
პოზიციის დაცვა
|
ვერ ახერხებს
|
უჭირს
|
მოსწავლეს აქვს ანალიზისა და სინთეზის უნარი. მსჯელობს სათანადო არგუმენტების
მოხმობით და თანმიმდევრულად ავიტარებს თავის მოსაზრებებს, კარგად ახერხებს საკუთარი
პოზიციის დაცვას.
|
ჯგუფური მუშაობა
კრიტერიუმები
|
კი
|
ნაწილობრივ
|
არა
|
|
1.
|
შედგა თუ არა თანამშრომლობა ჯგუფში
|
|||
2.
|
იყვნენ თუ არა მოტივირებულნი
|
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან, სასწავლო გეგმასთან
კავშირი:
ქართ.IV
1.მოსწავლეს აქვს ინფორმაციის
და გადაცემისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
საუბრობს ნათლად და გარკვევით, პრეზენტაციისას
გააზრებულად იყენებს შესაბამის არვერბალურ საშუალებებს.
ქართ.IV
.5 მოსწავლეს შეუძლია დისკუსიაში მონაწილეობის ჯგუფური და ინდივინდუალური სტრატეგიების
ეფექტურად გამოყენება
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე,
ინდივინდუალურად ან თანამოაზრეებთან ერთად მონაწილეობს დისკუსიაში
ჯგუფთან ერთად
შეიმუშავებს, წარმოადგენს და სათანადო არგუმენტებით იცავს საერთო პოზიციას
ქართ.IV 6. მოსწავლეს
სეუძლია წაუკითხოს მსმენელს ტექსტი/ნაწყვეტი
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე
წაკითხვამდე გაიაზრებს
ტექსტის შინაარსს
ინტონაციით გამოხატავს
ტექსტში ასახულ ემოციებს.
პროექტის ხელმძღვანელი:
დემირა ელიაშვილი
ხელმძღვანელის
ელ-ფოსტა: demiraeliashvili@gmail.com
Subscribe to:
Posts (Atom)